• 26-11-2023
    "მაცარიმ ეფექტი, კვარაცხელიას დახმარებით მოახდინა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბუთელი "ატალანტასთან" მატჩზე
    "მაცარიმ ეფექტი, კვარაცხელიას დახმარებით მოახდინა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბუთელი "ატალანტასთან" მატჩზე

    სერია ა-ს მე-14 ტურში "ნაპოლი" ბერგამოს "ატალანტას" ესტუმრა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

    მატჩის პირველი გოლი "პარტენოეპსი" ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვაარცხელიამ გაიტანა და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

    აღსანიშნავია, რომ ეს დაპირსიპირება, დაბრუნებიდან პირველი იყო "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ვოლტერ მაცარისთვის.

    მისი მეორე დებიუტის შესახებ ნეაპოლიტანური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, დარიო მარკოლინიმ ისაუბრა და მის წარმატებულობაში დიდი როლი კვარას მიაწერა:

    "ადვილი არ იყო რუდი გარსიას დატოვებული „ნაპოლისგან“ რაიმე ახლის გაკეთება. ეს იყო დინამიური და ვერტიკალური „ნაპოლი“, რომელმაც „ატალანტას“ დაუდევრობა საუკეთესოდ გამოიყენა. მეორე ტაიმის ცუდად დაწყების შემდეგ, ოსიმენი გამოვიდა და „პარტენოპეი“ გამოცოცხლდა. დანარჩენი კი შედეგზეც აისახა"

    "ჩემზე ორმა ფაქტმა მოახდინა შთაბეჭდილება. პირველ რიგში, მატჩის შემდეგ, მაცარის და ხვიჩას ჩახუტებამ. ქართველმა დიდებული მატჩი ჩაატარა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაპოლიმ“ რუდი გარსიას გაშვების შემდეგ, დამოკიდებულება შეცვალა. ახალმა მწვრთნელმა ეფექტი მოახდინა. ამის ნათელი მაგალითი ხვიჩა, ანგისა და ლობოტკა იყვნენ", - განაცხადა მარკოლინიმ.

    Facebook კომენტარები