• 27-11-2023
    “ანუ ხალხო, რა შუაშია საქართველოდან წასვლა, პსჟ არის…”, - რა განცხადებას აკეთებს ლაშა ბექაური
    “ანუ ხალხო, რა შუაშია საქართველოდან წასვლა, პსჟ არის…”, - რა განცხადებას აკეთებს ლაშა ბექაური
    ავტორი
    Aa

    ცნობილმა ქართველმა ძიუროისტმა, ლაშა ბექაურმა "პარის სენ-ჟერმენის" ძიუდოს კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

    ამასთან დაკავშირებით, თავად ქართველმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

    "ანუ ხალხო, რა შუაშია საქართველოდან წასვლა. როგორც ფეხბურთშია საკლუბო ჩემპიონატი, ასევე არის ძიუდოში და როგორც ფეხბურთელისთვის არის პრესტიჟული თუნდაც პარიზის გუნდში თამაში, ასე არის ჩემთვის და ეს შეჯიბრი წელიწადში ერთხელაა.

    "ბევრი ქართველი ძიუდოისტია სხვადასხვა უცხოურ გუნდში, ამასც გეტყვით, თუ აქამდე არ იცოდით და რაც შეეხება სანაკრებო გამოსვლებს, ჩვეულებრივად გაგრძელდება, ჩვენი სამშობლოს ღირსების დასაცავად არაფერია სანერვიულო", - წერს ბექაური.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები