• 28-11-2023
    "აღარ მინდა, რომ კლუბში ეს როლი მქონდეს" - ბუდუ ზივზივაძის განცხადება
    "აღარ მინდა, რომ კლუბში ეს როლი მქონდეს" - ბუდუ ზივზივაძის განცხადება

    გერმანიის ჩემპიონატში ქართველმა ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ "ნიურნბერგთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

    მატჩის შემდეგ, 29 წლის მოთამაშემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "აღარ მინდა, რომ კლუბში ჯოკერის როლი მქონდეს. მსურს, თავიდანვე ვითამაშო, რადგანაც ვიცი, რა შემიძლია.

    "გოლის გატანის ემოციები დავიწყებული მქონდა. მუშაობას ვაგრძელებ, რათა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო. ეს წუთებიც, რომელიც ბოლო მატჩში მივიღე, ამისთვის გამოვიყენე.

    "ძალიან მინდა, რომ ზამთრის შესვენებამდე ძირითად შემადგენლობაში თავი დავიმკვიდრო", - თქვა ბუდუმ.

    Facebook კომენტარები