• 28-11-2023
    ანჩელოტი ირჩევს "რეალს" - ახალი ცნობები
    ანჩელოტი ირჩევს "რეალს" - ახალი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტის წასვლა-დარჩენის საკითხთან დაკავშირებით ბევრი იწერება. 

    მედია იტალიელ სპეციალისტს ყველაზე ხშირად ბრაზილიის ნაკრებს უკავშირებს და მის სამხრეთ ამერიკაში გადაბარგებას მომავალი წლის ზაფხულში ვარაუდობდნენ. 

    რაც შეეხება, "ბლანკოსსს" მის მომავალ თავკაცად 2024 წლის ზაფხულიდან, ჩაბი ალონსო მოიაზრებოდა. გავლენიანი გამოცემა "relevo"-ს ცნობით, კარლომ და "რეალმა" თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. 

    ანჩელოტიმ "მერენგესის" გაწვრთნა აირჩია, მხარეებს სურთ, რომ ახალ 2-წლიან კონტრაქტს ხელი ახალ წლამდე მოაწერონ.

    Facebook კომენტარები