• 28-11-2023
    ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა
    ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნის" 37 წლის გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა კლუბთან კონტრაქტი 1 წლით, 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

    "მოხარული ვარ, რომ "ბაიერნში" კიდევ 1 წლით დავრჩები. ჩემი გრძელვადიანი ტრავმის შემდეგ, სრული ძალებით დავბრუნდი.

    ჩემთვის უდიდესი სიხარულია ამ გუნდთან ერთად მოედანზე ყოფნა," - ვკითხულობთ გერმანელი მეკარის განცხადებაში.

    მანუ "რეკორდმაისტერს" 2011 წელს, "შალკე 04-დან" შეუერთდა. 6 წლის თავზე იგი მიუნხენელთა კაპიტნად აირჩიეს. მან "ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგა 11-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა - 2-ჯერ მოიგო. 

    სხვათა შორის, "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა ნოიერის 35 წლის რეზერვისტმა, სვენ ულრაიხმაც.

    ცნობისთვის, ტომას ტუხელის გუნდი ბუნდესლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლევერკუზენს" 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ გუნდს მერვედფინალის საგზური უკვე განაღდებული აქვს.

    Facebook კომენტარები