• 28-11-2023
    კვარაცხელია: "რეალის ფანად გავიზარდე, თუმცა ახლა მათ წინააღმდეგ მხოლოდ ეს მსურს"
    კვარაცხელია: "რეალის ფანად გავიზარდე, თუმცა ახლა მათ წინააღმდეგ მხოლოდ ეს მსურს"

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მადრიდის "რეალი" "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ, "პარტენოპეის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გამოცემა მედიასთან რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "რეალის ფანად გავიზარდე, თუმცა ახლა მათ წინააღმდეგ მხოლოდ გამარჯვება მსურს. მათი არ გვეშინია.

    "დიახ, ჩემი კუმირები გუტი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. მათ სულ ვუყურებდი და ვცდილობდი, რომ თამაშში, დარტყმებსა და ცრუ მოძრაობებში მიმებაძა.

    "გუტის თამაშებს მუდამ თვალს ვადევნებდი. მომწონდა, თუ როგორ ეპყრობოდა ის ბურთს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის ერთ დღეს მაისურს გამომიგზავნიდა. ეს "პატარა ხვიჩას" ოცნების ასრულებას ჰგავდა.

    "საქართველოში "რეალს" ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა ვფიქრობ, ახლა "ნაპოლის" უფრო მეტი ქომაგი იქნება. (იცინის)", - თქვა ხვიჩამ.

    Facebook კომენტარები