• 29-11-2023
    დიდი დანაკლისი! - საქართველოს ნაკრების განახლებული შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემზე
    დიდი დანაკლისი! - საქართველოს ნაკრების განახლებული შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემზე

    როგორც მოგეხსენებათ, 2-3 დეკემბერს იაპონიის ქალაქი ტოკიო ჯიგარო კანოს სახელობის ყოველწლიურ გრანდ სლემს უმასპინძლებს.

    აღნიშნულ შეჯიბრზე ცხადია საქართველოს ნაკრების იასპარეზებს.

    საქართველოს განაცხადში ვეღარ ვხედავთ ლაშა ბექაურს, ილია სულამანიძესა და გურამ თუშიშვილს. ზემოხსენებული სპორტსმენები მომდევნო ტურნირებისთვის მოემზადებიან.

    იხილეთ საქართველოს განაცხადი ტოკიოს გრანდ სლემზე:

    60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი

    66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი

    73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

    81 კგ: ალექსანდრე ლოლაძე

    90 კგ: ლუკა მაისურაძე, ლუკა ბაბუციძე

    100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი

    + 100 კგ: ლევან მათიაშვილი, შალვა გურეშიძე

    57 კგ: ეთერ ლიპრატელიანი

    63 კგ: ეთერ ასკილაშვილი

    +78 კგ: სოფიო სომხიშვილი

    საგულისხმოა, რომ ტოკიოს გრანდ სლემზე თენგო ზირაქაშვილის, ლუკა ბაბუციძესა და შალვა გურეშიძეს დებიუტი შედგება ზრდასრულებს შორის. 

    ტეგები:
    Facebook კომენტარები