• 18-06-2023
    გიორგი მიქაუტაძე: “ძალიან გახარებული ვარ მოგებით”
    გიორგი მიქაუტაძე: “ძალიან გახარებული ვარ მოგებით”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფრაგლებში კვიპროსს 1:2 სძლია.

    ერთ-ერთი გოლის ავტორმა, გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა:

    “ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ჯამში ოთხი ქულა გვაქვს ორ თამაშში და ეს ძალიან კარგია. დღეს  რთული თამაში იყო, ახლა კი შოტლანდიაში უნდა ჩავიდეთ და ჯგუფის ლიდერს ვეთამაშოთ. იქაც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ვინც დღეს ლარნაკაში ჩამოვიდა და ტრიბუნიდან გვამხნევებდა". - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 20 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები