• 29-11-2023
    "ვფიქრობ, რომ წიტაიშვილი ევროპულ გუნდში მალე გადავა" - დემჩენკომ გიორგიზე ვრცლად ისაუბრა
    "ვფიქრობ, რომ წიტაიშვილი ევროპულ გუნდში მალე გადავა" - დემჩენკომ გიორგიზე ვრცლად ისაუბრა

    ბათუმის "დინამოს" მთავარმა უკრაინელმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ უცხოურ გამოცემასთან გუნდის ერთ-ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელზე, გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა: 

    "ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა კარდინალურად განსხვავებული ტურნირებია. შესაბამისად, პოზიციების მიხედვით გაძლიერება გვჭირდება, რათა ბრძოლისუნარიანი გუნდი შევქმნათ. ამოცანა მოთამაშეთა შენარჩუნება და დამატებაა. ისეთი ვითარება, როგორიც დილაში იყო, როდესაც მუდმივად ვკარგავდით ლიდერებს, აქ არ იქნება". 

    "ის დინამო კიევში გამოდიოდა, იცის, როგორი აქცენტები კეთდება უკრაინაში და ესმის ჩვენი მოთხოვნები. ეს მას დამატებით ბონუსს აძლევს. ნიჭიერი ბიჭია. მას გადატვირთვა სჭირდებოდა. დაიწყო მუშაობა, დაიწყო გატანა, საგოლე გადაცემების გაკეთება. კარგი დინამიკა აქვს და ვფიქრობ, მალე ის რომელიმე ევროპულ გუნდში გადავა." 

    "რა თქმა უნდა, ვისურვებდი წიტაიშვილის შენარჩუნებას. ყველაფერი კონტრაქტზეა დამოკიდებული. ჩვენ თითოეული ფეხბურთელისთვის ტრამპლინი ვართ. დილაშიც ვამბობდი: "არ მინდა, რომ მხოლოდ აქ თამაშობდეთ. მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატებსა და ევროთასებზე გამოდიოდეთ". ევროპა მაღალი დონეა" 

    "ახლა გიორგის კონტრაქტი დინამო ბათუმთან აქვს, ჩვენი ფეხბურთელია, ვაგრძელებთ მუშაობას და ერთმანეთის გაძლირებას", - უთხრა დემჩენკომ უკრაინულ Sport-express.ua-ს. აქვე შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი აჭარულს გუნდში იჯარის წესით კიევის "დინამოდან" იმყოფება.

    Facebook კომენტარები