• 29-11-2023
    "ნაპოლოდან" "რეალის" სასტარტოში მხოლოდ კვარა მოხვდებოდა" - გამოცემა "AS"  კვარას და ვინის ადარებს
    "ნაპოლოდან" "რეალის" სასტარტოში მხოლოდ კვარა მოხვდებოდა" - გამოცემა "AS"  კვარას და ვინის ადარებს

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 29 ნოემბერს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. 

    მატჩთან დაკავშირებით, გავლენიანი გამოცემა, "AS"-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც მან კვარასა და ვინისიუს ჯუნიორის დაპირისპირებაზე და ერთად თამაშზე ისაუბრა: 

    "ბერნაბეუზე" ფრეს ველოდები. ეს ყველაზე სამართლიანი და მისაღები შედეგი იქნებოდა როგორც რეალისთვის, ისე - ნაპოლისთვის. ორივე გუნდის მიზანი ჯგუფში პირველ-მეორე ადგილების განაღდებასთან დაკავშირებით დისკუსიის სწრაფად დასრულებაა"   

    "რუდი გარსიასთან დაკავშირებით დე ლაურენტისის გადაწყვეტილებამ ესპანეთშიც კი გაგვაოცა. სპალეტის წარმატებული ციკლისა და იმ ურთიერთობის შემდეგ, რომელიც მწვრთნელს, გუნდსა და გულშემატკივრებს შორის ჩამოყალიბდა, უცნაური სანახავი იყო ფრანგი სპეციალისტის ნაპოლის სამწვრთნელო სკამზე ხილვა. რაც მთავარია, დღეს აქ მაძარია, რომელიც ამ ადგილსაც კარგად იცნობს და მის ბოსს, აურელიო დე ლაურენტისსაც (იცინის)" 

    "ნაპოლის მოთამაშე, რომელიც რეალის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდებოდა? ეჭვი ოდნავადაც არ შემეპარება, ისე დავასახელებ - კვარაცხელია. მართალია, ვინისიუსი იმავე ფლანგზე თამაშობს, მაგრამ ჩემი აზრით, მათი განაწილება და გალაქტიკოს სამკაპის შექმნა შეიძლება: ვინისიუსი მარცხნივ და კვარა მარჯვნივ, ან პირიქით. წარმოგიდგენიათ, რა იქნება?".

    Facebook კომენტარები