• 18-06-2023
    ზურიკო დავითაშვილი: “გახარებული ვარ, რომ ჩემი გოლით ნაკრებს დავეხმარე”
    ზურიკო დავითაშვილი: “გახარებული ვარ, რომ ჩემი გოლით ნაკრებს დავეხმარე”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ევრიპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში კვიპროსის ნაკრები სტუმრად, ანგარიშით 1:2 დაამარცხა.

    ერთ-ერთი გოლის ავტორმა, ზურიკო დავითაშვილმა გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა:

    “ძალიან რთული თამაში გამოვიდა, ყველამ ვნახეთ, რომ კვიპროსი კარგი გუნდია. დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი გოლით ნაკრებს დავეხმარე და გავიმარჯვეთ. შოტლანდიასთან მატჩის წინ ეს მნიშვნელოვანი შედეგია ყველასთვის. იმედია შოტლანდიიდანაც გამარჯვებულები დავბრუნდებით სამშობლოში”. - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.

    ცნობისთვის, ვილი სანიოლის გაწვრნთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

    Facebook კომენტარები