• 30-11-2023
    "ეს კვარაცხელია "რეალის" დონის არ ყოფილა" - იტალიური მედია ხვიჩა თამაშს ეხმაურება
    "ეს კვარაცხელია "რეალის" დონის არ ყოფილა" - იტალიური მედია ხვიჩა თამაშს ეხმაურება

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთდ ჩემპიონთა ლიგის მე-5 რაუნდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალთან" ანგარიშით 4:2 დამარცხდა.

    კვარას თამაში არ წაუვიდა, ამას კი იტალიური მედია გამოეხმაურა:

    Calciomercato: "შორეულ ძელთან დი ლორენცოზე მისი პასით გავიდა პირველი გოლი. თუმცა, რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავა".

    Tuttonapoli: "ჩოლიტოს გოლის მომენტში დი ლორენცოს ბრწყინვალე პასი გაუკეთა. მეორე ტაიმში იბრძოდა, მაგრამ სტარტზე მცირე უზუსტობა ჰქონდა, როდესაც შეეძლო ოსიმენზე უკეთესი პასი გაეკეთებინა".

    Tuttomercatoweb: "ქართველი ტუზი მეტაფორულად ჯადოქარია, რომლისგანაც ხშირად ნაპოლიში ქუდიდან კურდღლის ამოღებას ელოდებიან, მაგრამ პირველ გოლზე დი ლორენცოზე პასის გარდა, ბრწყინვალე მოქმედებები ძალიან ცოტა ჰქონდა. ეს რიუდიგერის დამსახურებაცაა, რომელიც თავისი გამოცდილებით ახერხებდა მის შეჩერებას. ნახევარი ქულით ნაკლები დაიმსახურა იმის გამო, რომ 52-ე წუთზე კონტრშეტევისას არასწორი არჩევანი გააკეთა, რამაც ნაპოლის წინ გასვლას ხელი შეუშალა. ეს კვარა რეალის დონის არ იყო".

    Eurosport –: "დი ლორენცოზე პარაშუტმა ჩოლიტო სიმეონეს გოლამდე მიგვიყვანა. ის ნეაპოლელთა შეტევაში ყოველთვის მთავარი პუნქტია, მაგრამ ანგისას გოლიდან ცოტა ხანში სახიფათო კონტრშეტევა ცუდად წარმართა".

    Sport.virgilio: "მსაჯი მას არ იცავს და ესპანელების ფოლებზე ნერვიულობს. ბრწყინვალე იყო პირველ გოლში, შემდეგ გაქრა".

    Il Giornale: "პერიოდულად ანათებს. სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა კარში დარტყმის ნაცვლად ოსიმენს პასი გაუკეთა".

    "ბლანკოსთან" მატჩში ხვიჩა გამორჩეული მართლაც არ ყოფილა, მას თვის გამოსაჩენად შანსი შაბათს იტალიის სერია ა-ს მე-14 ტურში მილანის "ინტერის" წინააღმდეგ ექნება.

    Facebook კომენტარები