• 30-11-2023
    კიდევ ერთი ქართველი იტალიის ჩემპიონატში - გრანდები ქართველის ტრანსფერზე მუშაობენ
    კიდევ ერთი ქართველი იტალიის ჩემპიონატში - გრანდები ქართველის ტრანსფერზე მუშაობენ

    როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი საბა გოგლიჩიძე გახლდათ.

    19 წლის ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდა და 21-წლამდე ნაკრებში გამოძახევაც დაიმსახურა.

    Geo Team-ის მიერ გავრცელებული იბფორმაციის თანახმად, ქუთაისის “ტორპედოს” ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე დატოვებს და სეზონის ბოლოს კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.

    ამავე წყაროს ცნობით, ტრანსფერის ორი ფავორიტი “მილანი” და “იუვენტუსი” გახლავთ. ასევე, 19 წლის მცველის შეძენით “უდინეზე” და ვერონაც ინტერესდებიან.

    “მილანი” მზად არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ახლავე დაიმატოს და ზამთარში იჯარით სხვა კლუბში გაუშვას. “იუვენტუსი” კი გეგმავს, რომ ფეხბურთელი 2024 წლოს ზაფხულში დაიმატოს.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ტრანსფერს საბას ყოფილი თანაგუნდელი, ლევან მჭედლიძე ხელმძღვანელობს.

     

    Facebook კომენტარები