• 18-06-2023
    ფიფას რეიტინგი - რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა
    ფიფას რეიტინგი - რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს ანგარიშით 1:2 სძლია.

    “ჯვაროსნების” მხრიდან გოლების ავტორები გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი გახდნენ.

    ამ გამარჯვების შემდეგ საქართველომ ფიფას რეიტინგში 2 პოზიციით წინ წაიწია და 75-ე ადგილი დაიკავა.

    ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 20 ივნისს თბილისის დროით 22:45 საათზე შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.


    Facebook კომენტარები