• 02-12-2023
    "ნუ გლოვობთ" - დე ლაურენტისს კვარაცხელიას კონტრაქტზე ჰკითხეს
    "ნუ გლოვობთ" - დე ლაურენტისს კვარაცხელიას კონტრაქტზე ჰკითხეს

    იტალიურ მედიაში უფრო და უფრო ხშირად იწერება იმის თაობაზე, რომ "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში იმყოფება. ბევრი კვარას კამპანიის რეგიონიდან წასვლას 2024 წლის ზაფხულშივე ელოდება.

    კვარას მომავლის შესახებ "ნაპოლის" პრეზიდენტსაც ჰკითხეს. აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტის შეკითხვას ერთ-ერთ ღონისძიებაზე ყოფნისას უპასუხა.

    "კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება? ეს რა შუაშია? მას წინ კიდევ 4 წელი აქვს... ნუ გლოვობთ იმ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს," - თქვა დე ლაურენტისმა.

    ხვიჩას ნეაპოლურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივლისში ეწურება. მოარული ხმების მიხედვით, ამ ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივება და მასში ჩადებული პირობების გაუმჯობესება იგეგმება.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

    Facebook კომენტარები