• 02-12-2023
    ცნობილია: რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში
    ცნობილია: რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში
    Author of the article
    Aa

    უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდებისთვის საპრიზო სისტემა დაამტკიცა. როგორც გაირკვა, მაქსიმალური თანხა, რომლის გამომუშავებაც გუნდს ტურნირზე შეეძლება, 28.25 მილიონი ევროა.

    საპრიზო კატეგორიები შემდეგნაირადაა განაწილებული:

    ტურნირზე მონაწილეობის საფასური თითოეული ნაკრებისთვის - 9.25 მილიონი ევრო

    ბონუსები მატჩზე - მოგებისთვის 1 მილიონი ევრო, ფრისთვის - 500 ათასი 

    მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები მიიღებს - 1.5 მილიონი ევრო

    მეოთხედფინალში გასვლისთვის - 2.5 მილიონი ევრო

    ნახევარფინალში გასვლისთვის - 4 მილიონი ევრო

    ფინალში დამარცხებული ნაკრები მიიღებს 5 მილიონ ევროს.

    ფინალში გამარჯვებული მიიღებს 8 მილიონ ევროს.

    შეგახსენებთ, რომ თუ საქართველო პლეი ოფში ლუქსემბურგს, მერე კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უძლიერესს მოუგებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამისთვის "ჯვაროსნები" 9.25 მილიონ ევროს მიიღებენ. მოხვეჭილი თანხის გაზრდა მათ უშუალოდ ტურნირზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით შეეძლებათ.

    Facebook კომენტარები