• 03-10-2022
    განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
    განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" დერბიში "მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 6:3 დაამარცხა, სადაც ერლინგ ჰოლანდმა ჰეთ-თრიქის შესრულება და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


    მატჩის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელმა და "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ერთმანეთს ლიონელ მესი და ერლინგ ჰოლანდი შეადარა:


    "ჰოლანდი თუ მესი ამ ასაკში? ჰოლანდს პასის მიმცემი სჭირდება, ხოლო მესი ყველაფერს თვითონ ქმნიდა" - განაცხადა გვარდიოლამ.


    შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდს პრემიერ ლიგაში 8 ჩატარებულ შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი.

    Facebook კომენტარები