• 03-12-2023
    ცნობილია! - რაზე ოცნებობს ხულიან არაუხო
    ცნობილია! - რაზე ოცნებობს ხულიან არაუხო

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლოს ანჯელეს “გალაქსიდან” ახალგაზრდა მექსიკელი ფეხბურთელი, ხულიან არაუხო დაიმატა.

    კატალონიურმა გუნდმა ხულიანი “ლას პალმასში” გაანათხოვრა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანურ გუნდში სათამაშო პრაქტიკის მიღების გამო გადავიდა.

    ხულიანმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი მთავარი მიზანი “ბარსელონაში” დაბრუნება გახლავთ.

    ცნობისთვის, არაუხომ მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები