03-06-2023

ცნობილია - სერია ა-ს სეზონის სიმბოლური შემადგენლობა

ავტორი
რონალდო, კაკა, რონალდუ - ხვიჩა დიდ ხალხში გაერია
ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავები კვარაცხელიას წარმატებას გამოეხმაურნენ
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ სერია ა-მ მიმიდნარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა და აღნიშნული ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა.
გარდა ამ პრიზისა, ასევე იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო გუნდიც დასახელდა, სადაც ხვიჩასთან ერთად "ნაპოლიდან" ვიქტორ ოსიმენი, კიმ მინ-ჯე და ჯოვანი დი ლორენცო მოხვდნენ.
სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი);
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯე (ორივე ნაპოლი), ბრემერი (იუვენტუსი), ტეო ერნანდესი (მილანი);
ნახევარმცველები: სანდრო ტონალი (მილანი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი);
შემტევები: ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი (ორივე ნაპოლი), რაფაელ ლეაო (მილანი).
Facebook კომენტარები