• 04-12-2023
    "კვარა მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, მცველებმა მისი თამაში გაშიფრეს" - იტალიურმა მედიამ ხვიჩა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა
    "კვარა მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, მცველებმა მისი თამაში გაშიფრეს" - იტალიურმა მედიამ ხვიჩა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-14 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მილანის "ინტერთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

    მატჩში "პარტენოპეიმ" თავი ვერაფრიტ დაგვამახსოვრა. თამაში ასევე არ წავიდათ გუნდის ლიდერებს, კვარასა და ვიქტორ ოსიმნეს, რომლებსაც იტალიურ მედიაში კრიტიკა მოხვდათ:

    ჯუზეპე ბერგომი (ვეტერანი ფეხბურთელი): "ნაპოლიმ მატჩის საწყის ნაწილში კარგად ითამაშა, თუმცა, საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. ორივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ითამაშა, მაგრამ ინტერმა 8 ფეხბურთელი შეცვალა და მოახერხა რთულ სიტუაციებთან კარგად გამკლავება. ნაპოლი მეორე ტაიმის დასაწყისშიც კარგი იყო, შეეძლო ანგარიში 1:1 გაეხადა, მაგრამ მერე ყველაფერი გართულდა. ინტერის ნახევარმცველები ბევრ მომენტს ქმნიან და ბევრი გოლი გააქვთ, თუმცა, ეს მეტოქეზეც არის დამოკიდებული, რადგან მაგალითად, იუვენტუსი არ გაძლევს ისეთ სივრცეებს, როგორიც ნაპოლიმ ინტერს დაუტოვა. კვარაცხელიამ გასულ სეზონთან შედარებით მკვეთრად მოუკლო? მან შეგვაჩვია მაღალ დონეზე თამაშს, მაგრამ ზოგადად, მგონია, რომ სეზონის სტარტთან შედარებით, უმატებს".

    ფაბიო კარესა (კომენტატორი): "კვარაცხელიას აღარ აქვს თამაშზე გადამწყვეტი ზეგავლენის მოხდენის ტენდენცია, აღარ არის ისეთი გადამწყვეტი, როგორც - ადრე. ვფიქრობ, განსაკუთრებით, იტალიელი მცველები სიღრმისეულად სწავლობენ მეტოქეებს და მისი თამაში კარგად გაშიფრეს. ყოველთვის ერთი მიმართულებით თამაშობს. რობენიც ასე თამაშობდა და ვერასდროს აჩერებდნენ, თუმცა, ახლა, სხვა სიტუაციაა".

    უმბერტო კიარიელო (ჟურნალისტი): "სად იყვნენ კვარა და ოსიმენი ამ საღამოს? ვიქტორი ტრავმისგან ახლახან გამოჯანმრთელდა და იდეალურ კონდიციაში არ იყო, მაგრამ ქართველი მოედანზე ყველაზე ცუდი იყო. მან მხოლოდ ერთხელ გაანათა, როცა ზომერმა აჯობა".

    აქვე შეგასენებთ, რომ "ნაპოლი" შემდეგ მატჩს 8 დეკემბერს. ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს.

    Facebook კომენტარები