• 04-12-2023
    "ინტერთან" თამაშში დე ლაურენტისი მსაჯებზე გაცხარდა - რა გააკეთა პრეზიდენტმა მატჩის შემდეგ
    "ინტერთან" თამაშში დე ლაურენტისი მსაჯებზე გაცხარდა - რა გააკეთა პრეზიდენტმა მატჩის შემდეგ

    "ნაპოლისა" და მილანის "ინტერის" დაპირისპირება, სადაც "ნერაძურიმ" 0:3 გაიმარჯვა, მეტად სკანდალური აღმოჩნდა.

    კერძოდ, მედიის განხილვის მთავარი საგანი მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებები გახდა, რომლებმაც თამაშის ბედზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს.

    ბუნებრივია, არბიტრების მიმართ გაბრაზება "პარტენოპეის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმაც გამოხატა.

    გამოცემა "Il Mattino"-ს ინფორმაციით, მატჩის შემდეგ გაღიზიანებულმა აურელიო დე ლაურენტისმა პრეტენზიები იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და მსაჯთა ასოციაციას პირადად დაუფიქსირა.

    წყაროს ცნობით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "ნაპოლიმ" აღნიშნული მატჩი სწორედ მსაჯების შეცდომების გამო წააგო.

    ცნობისთვის, ამ მომენტისთვის "ინტერი" სერია ა-ში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ნეაპოლური კლუბი 24 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

    Facebook კომენტარები