• 04-12-2023
    საფეხბურთო კლუბ, "საბურთალოს" ოფიცილაური განცხადება ვიდეოსთან დაკავშირებით
    საფეხბურთო კლუბ, "საბურთალოს" ოფიცილაური განცხადება ვიდეოსთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "საბურთალოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოს რომელიც, მათ ცნოიბლ ადამიანებს მხარდაჭერის მიზნით ჩააწერინეს, ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

    ამ ფაქტთან დაკავშირებით თბილიესურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა:

    "რადგან ფინალამდე გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ მცირე განმარტება. პირველ რიგში, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი ჩვენი გულშემატკივრობის წახალისება იყო და ემსახურებოდა მხოლოდ სპორტულ ინტერესს. 

    ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეო მიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა.

    საფეხბურთო კლუბ საბურთალოსა და დინამო ბათუმს შორის საქმიანი თანამშრომლობა და მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი პაექრობა მხოლოდ მოედანზეა და შეჯიბრის პრინციპიც მხოლოდ სპორტულია. 

    ვადასტურებთ პატივისცემას ჩვენი მეტოქისა და მათ გულშემატკივრის მიმართ, ჩვენს გულშემატკივარს კი ველოდებით თასის ფინალში, ერთად შევქმნათ საფეხბურთო ზეიმი მიხეილ მესხის სტადიონზე!", - წერს საბურთალო ოფიციალურ განცხადებაში.


    Facebook კომენტარები