• 05-12-2023
    "ის, ვინც დღეს ვარ, მისი დამსახურებაა" - ხვიჩას კომენტარი დაჯილდოვებაზე
    "ის, ვინც დღეს ვარ, მისი დამსახურებაა" - ხვიჩას კომენტარი დაჯილდოვებაზე

    4 დეკემებერს, ქალაქ მილანში სერია ა-ს 2023 წლის შემაჯამებელი საღამო გაიართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო გოლის ავტორის ჯილდო მიიღო.

    აღნიშნული პრიზის მოგების შემდეგ, კვარამ მედიასთან საინტერესო რამ განაცხადა.

    "ყველას მადლობას ვუხდი, ვინ ხმა მომცა. სხვა გოლებიც კარგები იყო. ეს გოლი წინასწარ დაგეგმილი არ იყო. როცა შევაგდე, მაშინ მივხვდი როგორი ლამაზიც იყო.

    "სპალეტი ჩემი საფეხბურთო მამა გახდა და ვერასოდეს შევძლებ მისთვის საკმარისად მადლობის გადახდას. 

    "ლუჩანო ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა, მიცავდა და რჩევებს მაძლევდა. ის, ვინც დღეს ვარ, მისი დამსახურებაა", - თქვა ხვიჩამ.

    Facebook კომენტარები