• 06-12-2023
    "ძალიან სამწუხაროდ, ქართველებს ეს გვახასიათებს", - რა განცხადებას აკეთებს თემურ ქეცბაია
    "ძალიან სამწუხაროდ, ქართველებს ეს გვახასიათებს", - რა განცხადებას აკეთებს თემურ ქეცბაია

    საქართველოს ნაკრების ყოფილმა და კვიპროსის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქებაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

    "სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა. ხვიჩას თამაშის ნახვა ყველას გვინდა - ყოველდღე! მაგრამ სიტუაცია ყოველთვის ობიექტურად უნდა შევაფასოთ.

    "ხვიჩას მთელი კარიერა წინ აქვს და ნამდვილად მჯერა, რომ საქართველოს კიდევ ბევრჯერ გაახარებს!

    "ნუ დავივიწყებთ, რომ უპირველესად სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა დღევანდელი საფეხბურთო ბუმი საქართველოში.

    "შევეშვათ "განტევების ვაცის" ძებნას, მოვრჩეთ ფეხბურთელების ლანძღვას, ვიამაყოთ, ამ დონის ფეხბურთელით და წარმატება ვუსურვოთ ამ სეზონში", - განაცხადა ქეცბაიამ

    Facebook კომენტარები