• 06-12-2023
    იტალიელი ჟუენალისტი: “ლოჩოშვილს ზამთარში თავის მომავალზე უნდა დაფიქრდეს”
    იტალიელი ჟუენალისტი: “ლოჩოშვილს ზამთარში თავის მომავალზე უნდა დაფიქრდეს”

    როგორც მოვეხსენებათ, საქართცელოს ნაკრების 24 წლის ცენტელალურ მცვეკს, ლუკა ლოჩოშვილს “კრემონეზეს” მაისურით სულ უფრო და უფრო ნაკლები თამაში უწევს.

    cuoregrigiorosso-ს ჟურნალისტმა, მიკელე ლონდინმა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:

    “ლუკა ლოჩოშვილი, როგორც აღმოჩნდა, ამჟამად სტროპას გეგმებში არ შედის, თუმცა მას ჯერ კიდევ შეუძლია გუნდისთვის ბევრი რამის გაღება. შეიძლება ლუკა ლოჩოშვილმა ჯოვანი სტროპას ნდობა ისევ მოიპოვოს? პასუხი ბუნდოვანია. ქართველმა მცველმა ბოლო 6 შეხვედრუდან მხოლოდ ერთი ითამაშა, ისიც იტალიის თასის 1/16-ფინალში ჩიტადელასთან. სერია B-ში მან ბოლოს კომოსთან სტუმრად ითამაშა, მატჩში, რომელშიც ცენტრალურმა მცველმა წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ამას კრემონეზეს გამარჯვებისთვის ხელი არ შეუშლია. მას მერე, ლოჩოშვილს ერთი წამითაც არ უთამაშია.

    სტროპა არის სპეციალისტი, რომელსაც კონკრეტული მიდგომები აქვს. თუ კარგად თამაშობ, მოედანზე გადიხარ, თუ შეცდომებს დაუშვებ, სკამზე ჯდები. სწორედ ამიტომ, კომოსთან გაძევება შეიძლება ლუკასთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრემონელთა დაცვა ახლა კარგად თამაშობს და ძნელია რაინე ცვლილებები შეიტანო. ლოჩოს სურს დაფიქრდეს საკუთარ მომავალზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად. საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს ევრო 2024-ზე გასვლის შანსი, კრემონაში უთამაშებლობით კი, ნაკრებში ლოჩოშვილის ადგილი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ძნელად წარმოსადგენია, რომ კრემონეზემ ზამთარში გაუშვას ფეხბურთელი იმ პოზიციიდან, სადაც ისედაც ბევრი არჩევანი არ აქვს. გარდა ამისა, სტროპამ შეიძლება კვლავ გამოიყენოს ლუკა, რადგან ლოჩოშვილი დაცვის ცენტრში ერთადერთია ცაციაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ თვისებებზე, რომლებსაც ის ყოველთვის ავლენდა მოედანზე გასვლისას”. - განაცხადა ლონდინმა.

    ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან მატჩი 21 მარტს ელის.

    Facebook კომენტარები