• 06-12-2023
    კობოლი ჯილი: “ყველაზე მეტად კვარაცხელიასი მეშინია”
    კობოლი ჯილი: “ყველაზე მეტად კვარაცხელიასი მეშინია”

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” სერია ა-ს მე-15 ტურის შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ “იუვენტუსის” ყოფილმა თავკაცმა, ჯოვანი კობოლი ჯილიმ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

    “ინდივიდუალურად, ნაპოლიდან ყველაზე მეტად კვარაცხელიასი მეშინია, ჩემი აზრით, ის უკვე ჩინებულ ფორმაშია. გარდა ამისა, ოსიმენისაც მეშინია, ის დიდებული თავდამსხმელია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ იდეალურ ფორმაში არ იმყოფენა. საბოლოო ჯამში, ნაპოლი ძლიერი გუნდია და ალეგრის მეტი მობილიზება მართებს”. - განაცხადა ჯილიმ.

    ცნობისთვის, შეხვედრა 8 დეკემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები