• 06-12-2023
    “ეს ორი ტრანსფერი ურთიერთკავშირშია” - Le10sport-მა კვარაცხელიასა და მბაპეს სტატია მიუძღვნა
    “ეს ორი ტრანსფერი ურთიერთკავშირშია” - Le10sport-მა კვარაცხელიასა და მბაპეს სტატია მიუძღვნა

    როგორც მოგეხსენებათ, ფრანგული პსჟ-ს ნელ-ნელა კილიან მბაპეს შემცვლელის მოყვანაზე დაფიქრდა.

    პარიზელები ხვიჩა კვარაცხელიას ვარიანტს განიხილავენ.

    Le10sport-მა ხვიჩასა და მბაპეს შესახებ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:

    “არავისთვის არ არის ახალი ამბავი, რომ პსჟ-ს კილიან მბაპეს შენარჩუნების არანაირი გარანტია არ აქვს. მისი კონტრაქტს ვადა მომავალი წლის ივნისში გასდის, კლუბის ხელმძღვანელობა კი უკვე განიხილავს პსჟ-ს ლიდერის სავარაუდო შემცვლელებს. პარიზელები ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდებიან, თუმცა ქართველის დამატება სხვა ევროპულ კლუბებსაც სურთ. ეს ორი სატრანსფერო ფაილი ურთიერთგადამკვეთია ბევრ საკითხში”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, კვარაცხელიას შეძენით პრემიერ ლიგის გრანდებიც ინტერესდებიან. 

    Facebook კომენტარები