• 06-12-2023
    “საოცარი რაღაცეები გააკეთა” - ინსინიემ კვარაცხელია შეაქო
    “საოცარი რაღაცეები გააკეთა” - ინსინიემ კვარაცხელია შეაქო

    “ნაპოლის” ყოფილმა და “ტორონტოს” ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, ლორენცო ინსინიემ იტალიურ მედიას საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

    “კვარას, როგორც ფეხბურთელს არ ვიცნობდი, თუმცა გასულ სეზონში ის ნაპოლისთვის დამატებითი კოზირი იყო, საოცარი რაღაცები გააკეთა. ოსიმენს კი მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდეს, სანამ ნაპოლიდან წასვლას გადაწყვეტს, რადგან ვფიქრობ, იმ ემოციებს, რაც შარშან აქ განიცადა, სხვაგან ვერ მიიღებს”. - განაცხადა ინსინიემ.

    ცნობისთვის, ინსინიემ MLS-ში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები