• 19-06-2023
    საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში ჩაფრინდა!
    საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში ჩაფრინდა!

    საქართველოს ნაკრები შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში ჩაფრინდა.

    “ჯვაროსნები” ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობენ.

    ამ წუთისათვის ჯგუფის ლიდერი 9 ქულით სწორედ შოტლანდია გახლავთ, მეორე ადგილს კი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი იკავებს.

    ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებისა და შოტლანდიის დაპირისპირება 20 ივნისს თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები