• 07-12-2023
    ჯაკერინი: "მიუხედავად ხვიჩასა და ოსიმენის ყოფნისა, "ნაპოლის" "იუვესთან" ეს მაინც გაუჭირდება"
    ჯაკერინი: "მიუხედავად ხვიჩასა და ოსიმენის ყოფნისა, "ნაპოლის" "იუვესთან" ეს მაინც გაუჭირდება"

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მომდევნო ტურში "ნაპოლისა" და ტურინის "იუვენტუსის" მატჩი შედგება.

    ამ დაპირისპირების წინ, "პარტენოპეისა" და "ბებერი ქალბატონის" ყოფილმა მოთამაშემ, ემანუელე ჯაკერინიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "ვფიქრობ, მიუხედავად ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ყოფნისა, ნეაპოლელებს გამარჯვება მაინც გაუჭირდებათ, ვინაიდან მათ დაცვაში დიდ პრობლემებს ვხედავ.

    "დიდი ალბათობით ორმხრივი შეტევები იქნება და მომენტებიც ბევრი შეიქმნება. ვფიქრობ, მატჩი 1:1 დასრულდება", - თქვა იტალიელმა.

    ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 8 დეკებერს შედგება.

    Facebook კომენტარები