• 07-12-2023
    "ნაპოლი" კვარაცხელიას ღუპავს" - ფედელე "პარტენოპეის" ხვიჩას გამო აკრიტიკებს
    "ნაპოლი" კვარაცხელიას ღუპავს" - ფედელე "პარტენოპეის" ხვიჩას გამო აკრიტიკებს

    ცნობილმა საფეხბურთ სპეციალისტმა, ენრიკო ფედელემ ერთ-ერთ გადაცემაში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

    მან რაღა თქმა უნდა უყურადღებოთ არ დატოვა ქართველი შემტევი, ხვიჩა კცარაცხელია და მასზეც ილაპრაკა:

    "ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ „ნაპოლი“ ორ უძლიერეს მოთამაშეს ღუპავს: ოსიმენს და კვარაცხელიას. როდესაც ქართველ შემტევზე ვსაუბრობთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია შეტევაში ნებისმიერი დავალება მივცეთ. აზრი არ აქვს მის დაცვაში დახევას, მას უფრო წინ დავტოვებდი, რათა თავისი შემტევი თვისებები მაქსიმალურად გამოიყენოს"

    "ჩემი აზრით, ამჟამინდელი „ნაპოლის“ მთავარი პრობლემა ფიზიკურ მომზადებასთან არის დაკავშირებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ვალტერ მაცარი ოპტიმალური ვარიანტია და მისი დანიშვნა მართებული იყო, ის წარსულზე არასდროს საუბრობს და მხოლოდ მომავლისკენ იყურება. ვფიქრობ, ამ სეზონში „ნაპოლი“ აქცენტს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე გააკეთებს, რადგან გარშემო მაღლი დონის კონკურენტები არ ჰყავს", - აღნიშნა იტალიელმა.

    როგორც ჩანს, იტალიაში რუდი გარსიას მიერ კვარასთვის დაცვითი ფუნქციების მინიჭებას არ ემხრობიან. ხვიჩას დახმარებით მეტი შეტევა უნდა განხორციელდეს.

    Facebook კომენტარები