• 07-12-2023
    "ნაპოლიმ" ახალ მარცხენა მცველს მიაგნო - ვის ყიდვას განიხილავენ ნეაპოლელები
    "ნაპოლიმ" ახალ მარცხენა მცველს მიაგნო - ვის ყიდვას განიხილავენ ნეაპოლელები

    იტალიური გამოცემა "CalcioMercato" "ნაპოლის" შესახებ ახალ სატრანსფერო ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, "პარტენოპეიმ" ახალ მარცხენა მცველს მიაგნო.

    საუბარია ხუან გონსალეს მირანდაზე, რომელიც ამჟამად "რეალ ბეტისის" ღირსებას იცავს.

    როგორც ირკვევა, ნეაპოლელებმა განაპირა მცველის ტრანსფერის საკითხი მარიო რუისა და მატიას ოლივერას ტრავმების შემდეგ მიიღეს.

    გამოცემა აქვე დასძენს, რომ სევილიელები ესპანელი მოთამაშის სანაცვლოდ მინიმუმ 4 მილიონ ევროს ითხოვენ.

    ცნობისთვის, მირანდას "ბეტისთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

    Facebook კომენტარები