• 07-12-2023
    ხვიჩას ღირსეული ჟესტი -  რა გააკეთა კვარამ სერია ა-ს დაჯილდოვებაზე
    ხვიჩას ღირსეული ჟესტი - რა გააკეთა კვარამ სერია ა-ს დაჯილდოვებაზე

    რამდენიმე დღის წინ სერია ა-ს წლის შემაჯამებელი საღამო შედგა, სადაც ვიქტორ ოსიმენი იტალიის ჩემპიონატის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

    აღსანიშნავია, რომ ამ პრიზის გათამაშებაში ხმის მიცემა თავად ფეხბურთელებსაც შეეძლოთ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ნიგერიელი თანაგუნდელი აირჩია.

    როგორც ირკვევა, კვარასა და ვიქტორს შორის ხმები თანაბრად იყო გადანაწილებული და ქართველმა ამ ღირსეული ჟესტის შემდეგ ოსიმენი პირველ ადგილზე გაიყვანა.

    შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ აღნიშნულ ცერემონიაზე სერია ა-ს წლის საუკეთესო გოლის ჯილდო მიიღო.

    Facebook კომენტარები