• 08-12-2023
    "ნაპოლი" მთლიანად კვარაზე და მის თამაშზეა დამოკიდებული" - იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს
    "ნაპოლი" მთლიანად კვარაზე და მის თამაშზეა დამოკიდებული" - იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს ხვიჩა კვარაცხელიას, "ნაპოლი" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

    თამაშის წინ ერთ-ერთმა იტალიურმა გამოცემამ კვარასა და "პარტენოპეის" შანსები შეაფასა:

    "თუკი ბიანკონერი დიდწილად დამოკიდებულია იტალიელი გარემარბის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, ნაპოლი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებს კვარა კლუბის პრობლემების გადაჭრას, რომელიც ამ სეზონში ნაპოლის აქვს"

    "ორივე გუნდი განსხვავებულად თამაშობს, განსხვავებული ტაქტიკით. გარემარბი კიეზა 3-5-2 სისტემაში მეორე ფორვარდად თამაშობს და მეტი თავისუფლება აქვს, მაშინ, როცა მაძარის 4-3-3-ში ქართველ გარემარბს მარცხენა ვინგერის ბუნებრივი პოზიცია უკავია"

    "კიეზა სერიოზული ტრავმის მერე დაბრუნდა, მას თავისი წარმატებები და წარუმატებლობები აქვს მოედანზე, მოუწია პოზიციის შეცვლაც. ის ახალ სისტემას ჯერ კარგად ვერ შეეჩვია, სისტემას, რომელიც მის გარეშეც მუშაობდა. მას მაინც ვერ განვიხილავთ ფორვარდად, უფრო შიგნით შეწეულ ვინგერად" 

    "თუ ამ ფეხბურთელთა "ჰითმეფებს" შევხედავთ, მათ შორის დიდ მსგავსებას აღმოვაჩენთ. ხანდახან, ტაქტიკურ სქემებზე მეტად ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ თამაშობენ კონკრეტულად ვარსკვლავები. ცხადია, კიეზა უფრო ხშირად იწევს ცენტრში და შეტევის ხაზში ვლაჰოვიჩთან ტანდემს ქმნის, მაშინ, როცა კვარას ოსიმენი და პოლიტანო ეხმარებიან. ორივე, როგორც კიეზა, ასევე კვარაცხელია, თავიანთი გუნდების გადამწყვეტი ფეხბურთელია. ქაღალდზე შესაძლოა, სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობენ, თუმცა ჩვენ გაჩვენეთ, რომ მათ შორის მსგავსება უფრო მეტია. ორივე მთავარი პერსონაა, ერთი იუვენტუსში, მეორე - ნაპოლიში", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები