• 19-06-2023
    "კვარცხელიას შეუძლია შოტლანდიას ძალიან რთული 90 წუთი მისცეს" - რას წერენ კვარაზე შოტლანდიურ მედიაში
    "კვარცხელიას შეუძლია შოტლანდიას ძალიან რთული 90 წუთი მისცეს" - რას წერენ კვარაზე შოტლანდიურ მედიაში

    მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 20 ივნისს შოტლანდიას დაუპირისპირდება, ბრიტანულ მედიაში კი აქტიურად განიხილავენ იმას თუ, როგორ უნდა დაიცვან თავი ხვიჩა კვარაცხელიასგან, ამას კერძოდ გამოცემა "The Herald" აკეთებს.

    "საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე არც ერთხელ უთამაშია, მაგრამ შოტლანდიაში არავის სჭირდება იმის შეხსენება, რომ საქართველოს საოცარი ფეხბურთელები აღუზრდია"

    "შოტლანდიაში მცხოვრები გულშემატკივრები კვლავინდებურად აღმერთებენ შოთა არველაძეს, თემურ ქეცბაიას, ზურაბ ხიზანიშვილსა და გიორგი ნემსაძეს, რომელთა თამაშიც 2000-იანი წლების დასაწყისში, "დანდისა" და "რეინჯერსის" მაისურებით იხილეს"

    "ახალი აღმოჩენა კი ნაპოლის გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც  ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ წარმატებას მან იტალიაში გამართულ სადებიუტო სეზონში მიაღწია და საქმეში კარგად ჩახედული დამკვირვებლების მიხედვით, იგი ევროპული ფეხბურთის მომდევნო სუპერვარსკვლავია. მას ნამდვილად შეუძლია, სტივ კლარკის მფრინავ გუნდს ძალიან რთული 90 წუთი მისცეს. საქართველო, რომლის ლიდერიც კვარაცხელია იქნება, ღირსეული მეტოქეა და ეს სტივ კლარკისთვის და მისი შეგირდებისთვის შოკს არ წარმოადგენს“, - წერს შოტლანდიური გამოცემა

    Facebook კომენტარები