• 09-12-2023
    "ხვიჩამ ყველაფერი გააფუჭა, ეს წარმოუდგენელი შეცდომა იყო" - იტალიური გამოცემები ხვიჩას "იუვესთან" თამაშის შემდეგ აკრიტიკებენ
    "ხვიჩამ ყველაფერი გააფუჭა, ეს წარმოუდგენელი შეცდომა იყო" - იტალიური გამოცემები ხვიჩას "იუვესთან" თამაშის შემდეგ აკრიტიკებენ

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად ტურინის "იუვენტუსთან" ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

    მატჩში ხვიჩამ თავი განსაკუთრებული ვერაფრით დაგვამახსოვრა, ერთადერთი რაც იყო მისი გაცუდებლი ეპიზოდი, რომელზეც იტალიურ მედიაში არაერთხელ დაიწერა.

    კვარას თამაშს გამოცემები ასე აფასებენ:

    Tuttonapoli: "წარმოუდგენელი შეცდომა 28-ე წუთზე ოსიმენის შოკოლადივით პასზე. ბევრს ფიქრობს და ცდება. შემდეგ ნერვიულობს და თამაშს გამოეთიშა. ეს მომენტი ლოდივით დააწვა".

    Eurosport: "შჩესნისთან პირისპირ გასულმა უჩვეულოდ შთანთქა საგოლე მომენტი პირველი ტაიმის შუაში. რეაქციის გამო ყვითელ ბარათს იღებს და თამაშს ძალაუნებურად გამოეთიშა, რაც ნამდვილად არ შეიძლებოდა".

    Mediaset: "ოსიმენი შესანიშნავ პასს აძლევს, ქართველი კი ყველაფერს აფუჭებს და კარს ზემოდან აცილებს. ეს წარმოუდგენელი შეცდომა იყო. პირველი ტაიმის ბოლოს გატისკენ ბურთის გადაგდებით მიიღო ყვითელი ბარათი, რომლის თავიდან არიდება შეიძლებოდა".

    Calcionapoli1926: "კარის წინ შეცდომა, რომელიც მისი დონისთვის შეუფერებელია. თითქოს, თამაშში საერთოდ ვერ ჩაერთო".

    Calciomercato: "უზარმაზარი შანსი ვერ გამოიყენა, როცა ოსიმენმა შჩესნის პირისპირ დატოვა. დრო ჰქონდა სიტუაციის გასაკონტროლებლად, მაგრამ წარმოუდგენლად მაღლა დაარტყა".

    Tuttomercatoweb: "იყვანენ, ორმაგი და სამმაგი მეურვეობით ეთამაშებიან. შედეგი: აჩერებენ და ნერვიულობს. პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან, პრაქტიკულად გოლი იყო. შემდეგ იმედგაცრუების ყვითელი ბარათი მიიღო. ტოპ-დონეზე არ იყო".

    Facebook კომენტარები