• 09-12-2023
    "დასანანია, რაც მოხდა, მაგრამ ფეხზე უნდა წამოვდგეთ" - მამარდას კომენტარი "ხეტაფესთან" თამაშის შემდეგ
    "დასანანია, რაც მოხდა, მაგრამ ფეხზე უნდა წამოვდგეთ" - მამარდას კომენტარი "ხეტაფესთან" თამაშის შემდეგ

    ლა ლიგის მე-16 ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ხეტაფესთან" ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

    გოლის გაშვების და მარცხის მიუხედავად, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი კიპერი დასახელდა.

    მატჩის შემდეგ, მამარდას ინტერვიუ სთხოვეს:

    "საუბარიც კი მიჭირს, ეს ძალიან რთული თამაში იყო. სამწუხაროა, რომ ორი წარმოუდგენელი წითელი ბარათი მივიღეთ. დასანანია, რაც მოხდა, მაგრამ ფეხზე უნდა წამოვდგეთ. მომდევნო კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ძალების აღდგენა გვჭირდება"

    "პირველი წითელი ბარათი გაბრიელ პაულისტამ საუბრისთვის მიიღო, თუმცა, ჩემი აზრით, მას არაფერი უთქვამს. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და რაც უნდა მოხდეს, თამაში უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება ხავი გერას გაძევებას, ისიც ლაპარაკის გამო გააძევეს, მაგრამ არ ვიცი, მე ვერაფერი დავინახე", - თქვა მამარდამ.


    Facebook კომენტარები