• 09-12-2023
    ალეგრი: "ხვიჩას გაფუჭებული მომენტების შემდეგ ჩემმა გუნდმა ეს გააკეთა"
    ალეგრი: "ხვიჩას გაფუჭებული მომენტების შემდეგ ჩემმა გუნდმა ეს გააკეთა"

    როგორც იცით, სერია ა-ს მე-15 ტურში "ნაპოლის" და ტურინის "იუვენტუსის" მატჩი შედგა, სადაც "ბიანკონერიმ" 1:0 იმარჯვა.

    შეხვედრის შემდეგ, "ბებერი ქალბატონის" თავკაცმა, მასიმიალიანო ალეგრიმ მედიასთან ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას გაფუჭებულ ეპიზოდზეც გააკეთა კომენტარი.

    "ამ თამაშში მოგება უმნიშვნელოვანესი იყო. ახლა "ნაპოლის" 12 ქულით ვუსწერებთ.

    "შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკუდეტოს მოგება გვინდა, მაგრამ მხოლოდ აწმყოზე უნდა ვიფიქროთ. ახლა ჯენოასთან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა დავაგროვოთ.

    "ხვიჩას გაფუჭებული მომენტების შემდეგ ჩემმა გუნდმა მობილიზაციას მოუმატა. ფეხბურთელები არ დაიბნენ, რაც თავდაჯერებულობაზე მეტყველებს", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები