• 11-12-2023
    "კვარაცხელია ამ ეტაპზე "ნაპოლის" მთავარი პრობლემაა" - იტალიურ მედიაში ხვიჩას აკრიტიკებენ
    "კვარაცხელია ამ ეტაპზე "ნაპოლის" მთავარი პრობლემაა" - იტალიურ მედიაში ხვიჩას აკრიტიკებენ

    იტალიელმა ჟურნალისტმა, უმბერტო კიარიელომ ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში "ნაპოლის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

    მისი თქმით, კვარა ამ ეტაპზე მისი ბოლო დროს გაცუდებული მომენტებით გუნდის მთავარ პრობლემას წარმოადგენს:

    "ერთი წუთით ვიყოთ გულწრფელი: ინსინიე რომ ყოფილიყო ბოლო ორ თვეში კვარაცხელიას ადგილას, ქალაქის მოედანზე გამოიყვანდნენ და კოცონზე დაწვავდნენ? მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. კვარაცხელიამ არაერთი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, როგორც ეს მოხდა მილანთან 2:2-ზე, ემპოლისთან 0:0-ზე, მადრიდის რეალთან წარმოუდგენელ კონტრშეტევაზე, ინტერის წინააღმდეგ, როდესაც ზომერმა მოიგერია ბურთი, მაგრამ დარტყმა იკითხებოდა და პარასკევს შჩესნის პირისპირ იყო, მაგრამ მაღლა დაარტყა. ხვდებით, როგორ შეიცვლებოდა ნაპოლის ამბავი, ქართველს ამ მომენტებიდან რამდენიმე მაინც გოლით რომ დაესრულებინა?"

    "კვარა გახდება ევროპის ტოპ ხუთეულის ფეხბურთელი, ძალიან მიყვარს, მაგონებს ძველი ყაიდის ფეხბურთელებს, ჯორჯ ბესტს ჰგავს, მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო: თუ ის მოედანზე ყველაზე ცუდია, ეს ნიშნავს, რომ ცუდია, ასე იყო ინტერთან და იუვენტუსთან. ამჟამად ის ნაპოლის პრობლემაა. საჭიროა ეს ვთქვათ, აბსოლუტურად გულწრფელად, რადგან არ შეიძლება ყველაფრის მერეტსა და ნათანზე დაბრალება, რომლებიც ყველა წარუმატებლობაში დამნაშავეები არ არიან. კვარაცხელიას ადგილას ახლა რომ ინსინიე იყოს, აპოკალიფსი მოხდებოდა", - თქვა იტალიელმა.

    ბოლო დროები ხვიჩასთვის მართლაც არ ყოფილა საუკეთესო, მას რამდნიმე თამაშში გმირად მოვლენა შეეძლო, თუმცა არ გაუამრთლა, ეს ყველაფერი შესაძლოა მისმა ლუქსებურგთან მატჩისთვის დისკვალიფიკაციამ გამოიწვია.

    შეგახსენებთ, რომ "პარტენოპეი" შემდეგ მატჩს 12 დეკემებერს ჩემპიონთა ლიგაზე "ბრაგას" წინააღმდეგ გამართავს, სადაც ითამაშებს თუ არა ხვიჩა უცნობია.

    Facebook კომენტარები