• 11-12-2023
    "ბაიერნი” და არაუხო - რა ხდება რეალურად
    "ბაიერნი” და არაუხო - რა ხდება რეალურად

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიუნხენის “ბაიერნი” კატალონიის “ბარსელონას” ურუგაველი მცველის, რონალდ არაუხო შეძენით აქტიურად ინტერესდება.

    გავლენიანი ესპანური სააგენტოს, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბაიერნი” ყველაფერს აკეთებს, რომ არაუხოს თავიანთი პროექტი მოაწონონ, თუმცა ურუგვაელის გეგმები მხოლოდ “ბლაუგრანას” უკავშირდება.

    “რეკორდმაისტერი” არაუხოს პასუხს ან ახლა, ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაელოდება.

    საგულისხმოა, რომ “ბარსელონა” ზაფხულში არაუხოსთვის გაუმჯობესებულ კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს.

    ცნობისთვის, რონალდ არაუხომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები