• 12-12-2023
    "ანტვერპენთან" მატჩის წინ "ბარსელონას" ფეხბურთელი გამოაკლდა
    "ანტვერპენთან" მატჩის წინ "ბარსელონას" ფეხბურთელი გამოაკლდა

    ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში კატალონიის "ბარსელონა" "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

    აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მატჩის წინ კატალონიელებს ფეხბურთელი გამოაკლდათ.

    საუბარია ფრენკი დე იონგზე, რომელიც კლუბის განაცხადიდან ამოვარდა.

    როგორც იწერება, ამის მიზეზი გრიპი გახდა, რის გამოც ნიდერლანდელი თამაშს ვერ მოახერხებს.

    ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 13 დეკემბერს, 23:55 საათზე აიღებს სტარტს.

    Facebook კომენტარები