• 19-06-2023
    უდიდესი დანაკლისი პორტუგალიას! - ვიეირას თამაში ევროპის ჩემპიონატზე გამოირიცხა!
    უდიდესი დანაკლისი პორტუგალიას! - ვიეირას თამაში ევროპის ჩემპიონატზე გამოირიცხა!

    როგორც მოგეხსენებათ, უკვე 2 დღეში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

    ცნობილი ევროპული სააგენტო A Bola-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების ლიდერი, ფაბიო ვიეირა ზემოხსენებულ შეჯიბრებას გამოტოვებს.

    ვიეირას ტრავმა აწუხებს, რის გამოც სამშობლოში დაბრუნება მოუწია. მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ მის ნაცვლად დიეგო მორეირა გამოიძახა.

    ცნობისთვის, პორტუგალია საქართველოსთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან ერთად A ჯგუფში იმყოფება. 

    Facebook კომენტარები