• 13-12-2023
    "ბარსა" "ბაიერნის" ფეხბურთელით დაინტერესდა - როგორია გერმანლეთა პოზიცია
    "ბარსა" "ბაიერნის" ფეხბურთელით დაინტერესდა - როგორია გერმანლეთა პოზიცია

    ცნობილი გამოცემა "BILD" კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალ სატრანსფერო ინფორამციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, კატალონიელები მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის დამატებით დაინტერესდნენ.

    საუბარია იოზუა კიმიხზე, რომელსაც "ლურჯ-ბროწერულისფერებთან" აქამდეც ხშირად აკავშირებედნენ.

    როგორც იწერება, იმ შემთხვევაში, თუ გერმანელი მოთამაშე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, "რეკორდმაისტერი" მზად იქნება, იგი მომავალ ზაფხულს გაყიდოს.

    ცნობისთვის, კიმიხს ბავარიელებთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

    Facebook კომენტარები