• 14-12-2023
    ოფიციალურად: ჯოვინო ფლამარიონი “ვალენსიანის” ფეხბურთელია
    ოფიციალურად: ჯოვინო ფლამარიონი “ვალენსიანის” ფეხბურთელია

    27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ჯოვინო ფლამარიონი კარიერას “ვალენსიანში” გააგრძელებს. ინფორმაცის ფრანგული გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

    ფლამარიონმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

    ჯოვინო წლების განმავლობაში ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა, სადაც 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონის, 1-ელ კი სუპერთასის ტიტულის მოპოვება შეძლო.

    ცნობისთვის, ფლამარიონამ ბათუმში ჩატარებულ 200 შეხვედრაში 88 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯოვინოს ახალი გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ში ბოლო ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები