• 14-12-2023
    შანსი მიქაუტაძეს! - “აიაქსის” შემტევებს პრობლემები აქვთ
    შანსი მიქაუტაძეს! - “აიაქსის” შემტევებს პრობლემები აქვთ

    როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის “აიაქსი” ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ათენის “აეკს” დაუპირისპირდება.

    აღსანიშნავია, რომ ბრაინ ბრობსა და სტივენ ბერგვინს დაზიანებები აქვთ, რის გამოც მათი თამაში საეჭვოა.

    მატჩის წინ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან'ტ სხიპმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა:

    “ბრობი უნდა შევამოწმოთ, ჯერ მას კიდევ აქვს გამოჯანმრთელების საშუალება. ბერგვინი კი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს ხუთშაბათს ჩვენს დახმარებას”. - განაცხასა ვან’ტ სხიპმა.

    საგულისხმოა, რომ ეს ამბავი კიდევ ერღი შანსის მიმცემია გიორგი მიქაუტაძისთვის. ქართველი თავდამსხმელი “აეკთან” მატჩს “აიაქსის” პრობლემებიდან გამომდინარე უდიდესი ალბათობით ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

    ცნობისთვის, “აეკისა” და “აიაქსის” დაპირისპირება 15 დეკემბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები