• 14-12-2023
    ტრანსფერი რეალური ხდება! - რატომ სურს ჯოშუა კიმიხს “ბარსელონაში” გადასვლა
    ტრანსფერი რეალური ხდება! - რატომ სურს ჯოშუა კიმიხს “ბარსელონაში” გადასვლა

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარტინ ზუბიმენდი დიდი ალბათობით, “რეალ სოსიედადს” დატოვებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ადრიან სანჩესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის “ბაიერნი” ზუბიმენდის შეძენით აქტიურად ინტერესდება.

    თუ “რეკორდმაისტერმა” ესპანელი ფეხბურთელი გადაიბირა, ჯოშუა კიმიხი აუცილებლად “ბარსელონაში” გადაბარგდება.

    გერმანელ ნახევარმცველს კატალონიაში გადასვლა 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა.

    საგულისხმოა, რომ არსებობს მეორე ალტერნატივაც. თუ ზუბიმენდიმ “ბარსელონაში” გადასვლა არჩია, კიმიხი “ბაიერნში” დარჩება.

    შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი 24 წლის ესპანელ ნახევარმცველზეა დამოკიდებული.

    Facebook კომენტარები