• 15-12-2023
    მიქაუტაძეს წუთები მიეცა! - “აიაქსმა” კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა
    მიქაუტაძეს წუთები მიეცა! - “აიაქსმა” კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა

    როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის “აიაქსმა” ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ათენის “აეკი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და “აიაქსის” 23 წლის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 86-ე წუთზე ჩაერთო.

    გიორგი მიქაუტაძემ 16 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა.

    ცნობისთვის, “აიაქსი” ამ გამარჯვების შემდეგ კონფერენს ლიგაზე გავარდა. 

    ნიდერლანდული გუნდი კონფერენს ლიგის 1/16 ფინალიდან ჩაერთვება ასპარეზობაში.

    Facebook კომენტარები