• 19-06-2023
    კვარამ მორიგი დიდი ისტორია დაწერა - ისტორიული შედეგი სერია A-ში
    კვარამ მორიგი დიდი ისტორია დაწერა - ისტორიული შედეგი სერია A-ში
    Author of the article
    Aa

    ავტორიტეტულმა გერმანულმა ვებსაიტმა Transfermarkt.com-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები მორიგჯერ განაახლა.

    "ნაპოლის" ნიგერიელი ცენტრფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის ღირებულება 120 მილიონ ევროს აღწევს. სერია ა-სთვის ეს რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ.

    "პარტენოპეისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ცვლილებები არ შეხებია, თუმცა კვარა მაინც მოხდა იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეულში.

    სია ასე გამოიყურება:

    • ოსიმენი - 120 მილიონი
    • დიბალა - 110 მილიონი
    • იკარდი - 100 მილიონი
    • რონალდო - 100 მილიონი
    • ლუკაკუ - 100 მილიონი
    • სავიჩი - 90 მილიონი
    • ერიკსენი - 90 მილიონი
    • ლეაო - 90 მილიონი
    • ლაუტარო - 85 მილიონი
    • კვარაცხელია - 85 მილიონი

    Facebook კომენტარები