• 16-12-2023
    "გიო აღარ არის უკრაინელი ფეხბურთელი, არამედ ქართველია" - წიტაიშვილზე კიევის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრა
    "გიო აღარ არის უკრაინელი ფეხბურთელი, არამედ ქართველია" - წიტაიშვილზე კიევის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრა

    კიევის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ალეკსანდრ ხაცკევიჩმა გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა, რომელზეც ფიქრობს, რომ ქართველი კიევურ გუნდში აღარ დაბრუნდება:

    "ლეგიონერებთან დაკავშირებით საკითხი დახურულია და არცერთი მათგანი დაბრუნდება. ჩემი აზრით, გიორგი წიტაიშვილი ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტის მქონე მოთამაშეა, მაგრამ დღეს დინამო ვალერი ლობანოვსკის ფეხბურთზე გადაეწყო - დაცვიდან შეტევაში სწრაფ გადასვლაზე, ფრაგმენტალურ პრესინგზე"

    "თუკი ლუჩესკუს დროს გამოკვეთილი სქემა 4-2-3-1 იყო, დღეს შეტევის დროს უფრო მეტად 4-1-4-1 იკვეთება, დაცვის დროს კი - 4-4-2. მაგრამ გიო აღარ არის უკრაინელი ფეხბურთელი, არამედ ქართველია. ისიც ლეგიონერია", - თქვა ბელარუსმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგიმ გასული სეზონი ბათუმის "დინამოში" გაატარა, მისი მომავალი გუნდის შესახებ კი მედიაში ჯერ-ჯერობით არაფერი იწერება.

    Facebook კომენტარები