

პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა პლეი-ოფის შეხვედრაში ჩრდ.მაკედონია დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ადგილი მოიპოვა.
გუნდის კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
"სასურველ ადგილამდე მისასვლელად ბევრი გზა არსებობს, ზოგჯერ შეიძლება გზა არ იყოს ისეთი მარტივი, როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარია იქ მიხვიდე.
პირადად, მე მივდივარ ჩემს მე-5 მსოფლიო თასზე და მე-12 დიდ საერთაშორისო ტურნირზე პორტუგალიისთვის. იგივე ენთუზიაზმით, როგორც პირველ დღეს, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი ამბიციით, რომ შევძლო ყველა სურვილის ასრულება. ჩვენ გამარჯვების სურვილი გვაქვს!
ჯერ-ჯერობით შეგვიძლია გავიღიმოთ. მაგრამ ჩვენ არ გვინდა აქ გაჩერება. ჩვენ მეტი გვინდა! ჩვენ კიდევ ბევრი გვინდა! ჩვენთვის, ჩვენთვის, პორტუგალიისთვის… ყატარისკენ!", - წერს კრიშტიანუ რონალდუ.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის სუპერვარსკვლავი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთედ იასპარეზებს.